მიჰყევი გულის ძახილს, დაგეგმე საოცნებო მოგზაურობა!

რომელია შენი ოცნების ქალაქი?

შეიქმენი სათავგადასავლო განწყობა!

თამამად დაგეგმე საზაფხულო თავგადასავალი!

რჩევები უსაფრთხო მოგზაურობისთვის!

მოულოდნელი სიტუაციებისგან არავინ ვართ დაზღვეული, ამიტომ გირჩევთ უსაფრთხო მოგზაურობისთვის აუცილებლად გაითვალისწინოთ:

 

გადაანაწილეთ ფული - თუ ვერ გადაგიწყვეტიათ ნაღდი ფული იქონიოთ თან თუ პლასტიკური ბარათი, გირჩევთ ორივე მათგანი გამოიყენოთ. ამასთან, ნაღდი ფული სხვადასხვა ადგილებში გადაანაწილეთ.

 

გაუფრთხილდით ფულს სეირნობისას - სასტუმროდან გასვლისას ნუ წაიღებთ მთლიან თანხას, მხოლოდ ის ნაწილი იქონიეთ თან, რომელიც თქვენი აზრით საკმარისი იქნება ერთჯერადი გასეირნებისას.

 

ყველა საჭირო დოკუმენტაციის ასლი იქონიეთ თან - არავინაა დაზღვეული დოკუმენტაციის დაკარგვისგან, თუმცა მოგზაურობისას ეს რისკი კიდევ უფრო მაღალია. საბუთების აღდგენა მეტად მარტივი იქნება, თუ მათ ასლებს იქონიებთ თან. ყველაზე კარგი ვარიანტი კი მათი ციფრული ასლის გაკეთება იქნება. ამ მარტივი პროცედურით თქვენ მარტივად, ზედმეტი დროის, ენერგიისა და ნერვების ხარჯვის გარეშე შეძლებთ სამშობლოში დაბრუნებას.

 

არ დაზოგოთ ფული დაზღვევაზე - სამოგზაურო დაზღვევა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიციაა თქვენი უსაფრთხოებისთვის. თქვენ შეგიძლიათ 24 საათის განმავლობაში ისარგებლოთ ცხელი ხაზით და მიიღოთ დახმარება სტრესულ და გადაუდებელ სიტუაციებში. ამიტომ, შეიძინეთ სამოგზაურო დაზღვევა არა მხოლოდ დოკუმენტაციის წარსადგენად, არამედ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

 

ჩაიტარეთ საჭირო ვაქცინაცია - ეგზოტიკური მოგზაურობა აფრიკის რომელიმე ქვეყანაში ან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, მშვენიერი გადაწყვეტილებაა და გავრცელებული დაავადებები უარის თქმის მიზეზად ნამდვილად არ გამოდგება. მოულოდნელობის თავიდან არიდება მარტივად შესაძლებელია ვაქცინაციით, რომელიც არაუგვიანეს 1 თვით ადრე უნდა გავიკეთოთ, რათა ორგანიზმმა მოასწოროს იმუნიტეტის გამომუშავება.

 

შეისწავლეთ ადგილობრივი ტრადიციები და წეს-ჩვეულებები- ყველას გვიზიდავს განსხვავებული კულტურა, რომელიც ჩვენში ახალ ემოციებს იწვევს და მთელი ცხოვრების განმავლობაში თან მიგვყვება. ახალი კულტურა ყოველთვის საინტერესო გამოცდილებაა, თუმცა მოითხოვს დიდ სიფრთხილეს, რადგან უმნიშვნელო დეტალი შესაძლოა, საკამოდ ძვირი დაგვიჯდეს. თუ ავტომობილით მოგზაურობთ, გირჩევთ ყურადღებით შეისწავლოთ ადგილობრივი ქვეყნის საგზაო წესები. ამ მარტივმა მეთოდმა, შესაძლოა, სიცოცხლე გადაგირჩინოთ.

 

ერთი შეხედვით მარტივი დეტალები, რომელთა შესრულებასაც დიდი ძალისხმევა არ სჭირდება, უსაფრთხო მოგზაურობის ალბათობას მნიშვნელოვნად ზრდის. იმედია, გამოგადებათ ჩვენი რჩევები და კიდევ უფრო გაამდიდრებთ ამ სიას საკუთარი უსაფრთხოების პუნქტებით.

ბლოგი

რჩევები უსაფრთხო მოგზაურობისთვის!

მოულოდნელი სიტუაციებისგან არავინ ვართ დაზღვეული, ამიტომ გირჩევთ უსაფრთხო მოგზაურობისთვის აუცილებლად გაითვალისწინოთ:   გადაანაწილ...

ბავშვებთან ერთად მოგზაურობა!

ნუ ფიქრობთ, რომ ბავშვებთან ერთად მოგზაურობა დისკომფორტს შეგიქმნით, მიჰყევით ჩვენს რჩევებს და დაისვენეთ უფრო მშვიდად.   პირველ რი...

ავტოსტოპით მოგზაურობა!

თუ დანაზოგი შემოგეხარჯათ, მაგრამ მოგზაურობის სურვილი მაინც არ გასვენებთ, არ იდარდოთ და თამამდ აწიეთ ცერა თითი. ავტოსტოპი მგზავრობის ყვე...

#უეჭველი სანახავი ადგილები საქართველოში!

თუ ჯერ კიდევ არ გინახავთ გულისამაჩქარებლად ლამაზი და თვალწარმტაცი საქართველოს კუთხეები, დროა საზაფხულო თავგადასავალი დაგეგმოთ.   ...

რა საბუთებია საჭირო უვიზოდ სამოგზაუროდ?

  აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ შენგენის ქვეყნებში მიმოსლვა ბევრად უფრო მარტივი და კომფორტულია. ...

რა საბუთები მჭირდება სამოგზაურო დაზღვევისთვის?

სამოგზაურო დაზღვევის მიღება საკმაოდ მარტივი პროცედურაა. აუცილებელია თან იქონიოთ მოქმედი ბიომეტრიული პასპორტი, იცოდეთ სამოგზაურო ქვეყნებ...

#უეჭველი დასალაშქრი 1 დღიანი ადგილები!

  თუ ბევრს წუწუნებთ, რომ ქალაქიდან გასვლა გინდათ, მაგრამ შაბათ-კვირას ვერაფრის ნახვას მოასწრებთ, ნურას უკაცრავად, უამრავი ერთდღია...

იაფი ფრენები

მოგზაურობა ბევრს ფუფუნებად მიაჩნია, თუმცა ეს კარგა ხანია ასე სულაც არ არის. უბრალოდ, საჭიროა ვიცოდეთ, როგორ დავგეგმოთ ჩვენი თავგადასავა...

ღამის გასათევი თუ ახალი ამბების დასაწყისი?

რას აქცევთ ყურადღებას როდესაც მოგზაურობისას ღამის გასათევს ეძებთ? ეს უნდა იყოს სასტუმრო, სადაც კომფორტულად მოთავსდებით, თუ ეს უნდა იყოს...

გაზიარება

კომენტარები