მიჰყევი გულის ძახილს, დაგეგმე საოცნებო მოგზაურობა!

რომელია შენი ოცნების ქალაქი?

შეიქმენი სათავგადასავლო განწყობა!

თამამად დაგეგმე საზაფხულო თავგადასავალი!

#უეჭველი სანახავი ადგილები საქართველოში!

თუ ჯერ კიდევ არ გინახავთ გულისამაჩქარებლად ლამაზი და თვალწარმტაცი საქართველოს კუთხეები, დროა საზაფხულო თავგადასავალი დაგეგმოთ.

 

თქვენ რაც გაგიხარდებათ და როგორც გაგიხარდებათ ისე ნახეთ, მაგრამ ჩვენ რამდენიმე განსაკუთრებულ ადგილს გირჩევთ:

 

აბუდელაურის ტბები - თუ სამოთხის არსებობაში ჯერ კიდევ გეპარებათ ეჭვი, აუცილებლად ეწვიეთ აბუდელაურის ფერად ტბებს. იგი  როშკასა და ჯუთასთან ახლოს, ზღვის დონიდან 2812 მეტრზე მდებარეობს და ყოველწლიურად უამრავ ტურისტს აკვირვებს.

 

ტობავარჩხილი - თუ გსურს გარე სამყაროს მოწყდე და ხარბად შეიგრძნო ბუნების მშვენიერება, ეს ადგილი სწორედ შენთვისაა. ჩხოროწყუს რაიონში, ზღვის დონიდან 2650 მეტრზე მოხეტიალე მიხვდები, რომ აქ ამოუსვლელობით ბევრი რამ დაგიკარგავს. აქ ყველაფერია: მთები, კლდეები, ალპური ყვავილები, ტბები, ჩანჩქერები, მყინვარი, სულსა და გულს რაც გაუხარდება, აამებს.


ფარავნის ტბა - თუ ეგზოტიკური ადგილების აღმოჩენა გიზიდავთ, დროა სამცხე-ჯავახეთს ესტუმროთ და დატკბეთ ულამაზესი ადგილების ცქერით. ფარავნის ტბა ზღვის დონიდან 2073 მ სიმაღლეზე მდებარეობს და თავს მიაძაკის ანიმაციაში გაგრძნობინებს.

 13653061_1330638603631388_6125148568567578505_o

დასაწყისისთვის ამ სამი თვალწარმტაცი ადგილის ნახვით შემოიფარგლეთ და ჩვენ კიდევ ბევრ საინტერესო ადგილს შემოგთავაზებთ.

 

 

 

 

ბლოგი

რჩევები უსაფრთხო მოგზაურობისთვის!

მოულოდნელი სიტუაციებისგან არავინ ვართ დაზღვეული, ამიტომ გირჩევთ უსაფრთხო მოგზაურობისთვის აუცილებლად გაითვალისწინოთ:   გადაანაწილ...

ბავშვებთან ერთად მოგზაურობა!

ნუ ფიქრობთ, რომ ბავშვებთან ერთად მოგზაურობა დისკომფორტს შეგიქმნით, მიჰყევით ჩვენს რჩევებს და დაისვენეთ უფრო მშვიდად.   პირველ რი...

ავტოსტოპით მოგზაურობა!

თუ დანაზოგი შემოგეხარჯათ, მაგრამ მოგზაურობის სურვილი მაინც არ გასვენებთ, არ იდარდოთ და თამამდ აწიეთ ცერა თითი. ავტოსტოპი მგზავრობის ყვე...

#უეჭველი სანახავი ადგილები საქართველოში!

თუ ჯერ კიდევ არ გინახავთ გულისამაჩქარებლად ლამაზი და თვალწარმტაცი საქართველოს კუთხეები, დროა საზაფხულო თავგადასავალი დაგეგმოთ.   ...

რა საბუთებია საჭირო უვიზოდ სამოგზაუროდ?

  აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ შენგენის ქვეყნებში მიმოსლვა ბევრად უფრო მარტივი და კომფორტულია. ...

რა საბუთები მჭირდება სამოგზაურო დაზღვევისთვის?

სამოგზაურო დაზღვევის მიღება საკმაოდ მარტივი პროცედურაა. აუცილებელია თან იქონიოთ მოქმედი ბიომეტრიული პასპორტი, იცოდეთ სამოგზაურო ქვეყნებ...

#უეჭველი დასალაშქრი 1 დღიანი ადგილები!

  თუ ბევრს წუწუნებთ, რომ ქალაქიდან გასვლა გინდათ, მაგრამ შაბათ-კვირას ვერაფრის ნახვას მოასწრებთ, ნურას უკაცრავად, უამრავი ერთდღია...

იაფი ფრენები

მოგზაურობა ბევრს ფუფუნებად მიაჩნია, თუმცა ეს კარგა ხანია ასე სულაც არ არის. უბრალოდ, საჭიროა ვიცოდეთ, როგორ დავგეგმოთ ჩვენი თავგადასავა...

ღამის გასათევი თუ ახალი ამბების დასაწყისი?

რას აქცევთ ყურადღებას როდესაც მოგზაურობისას ღამის გასათევს ეძებთ? ეს უნდა იყოს სასტუმრო, სადაც კომფორტულად მოთავსდებით, თუ ეს უნდა იყოს...

გაზიარება

კომენტარები